ინფო რუსთავის ინფორმაციით, რუსთავში, მე-12 მიკრო-რაიონში, წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარში უცნობი პირი შეიჭრა და მესანთლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენა.
ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდა რუსთავის საპატრულო ეკიპაჟი. ამ ეტაპზე უცნობია, რა მიზნით შეიჭრა უცხო ადამიანი ტაძრის ტერიტორიაზე.