კომპანია "რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს
2018-05-17 14:04:44
სიაში

კომპანია "რუსთავის წყლის" სპეციალური განცხადება

დღეს 18 მაისს, „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ გარდაბნის რაიონში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე დაგეგმილ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნულის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანია "რუსთავის წყლის" ხრამის სათავე ნაგებობას.

ელქტროგდამცემ ხაზზე სამუშაოების მიმდინარეობისას, ხვალ 18 მაისს, დღის 15.00 საათიდან, 19 მაისის დილის 11.00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:
ქალაქ რუსთავში:
მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, ჭყონდიდელის დასახლებას და ქალაქ გარდაბანს.

18 მაისს, მთელი დღის განმავლობაში წყალმომარაგების აღდგენამდე, კომპანია „რუსთავის წყალი“ მოსახლეობას და სტრატეგიული მნიშნელობის დაწესებულებებს წყალს სპეციალური ცისტერნებით მიაწვდის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით.

"რუსთავის წყალი" დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით