რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, სურსათის მაღაზიაში "ელდორადო" გვიან ღამით ინციდენტს ჰქონდა ადგილი. ექვსმა მამაკაცმა 30 წლამდე მამაკაცი სცემა. "ინფო რუსთავს" მაღაზიაში განუცხადეს რომ - "გვიან ღამით მაღაზიაში შემოვიდა 6 პიროვნება, მათ აიღეს ლუდები, მოგვიანებით მოისურვეს გადაცვლა. გამყიდველთან ჰქონდა კამათი, მოლარემ აუხსნა წესები თუმცა ისინი ამ წესებს არ დაემორჩილნენ." არსებული ინფორმაციით გამყიდველს გამოესარჩლა 30 წლამდე მამაკაცი, რის გამოც დაიწყო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების, საპატრულო და დაცვის პოლიცია.
შსს-ში აცხადებენ რომ - "ფაქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 126 მუხლის პირველი ნაწილით დაკავებულია 2 პირი, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები".