მოსამართლეებზე საქმეები ელექტრონულად, პირველად რუსთავში გადანაწილდება (ფოტოები).
2017-01-12 12:22:54
სიაში

რუსთავის სასამართლო დარბაზი მზადაა ნაფიცმსაჯულთა სასამართლო სხდომისთვის, ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავჯდმორე ნინო გვენეტაძემ გააჟღერა. რუსთავის სასამართლო შენობაში, ნაფიცმსაჯულების მიერ საქმეთა განხილვისთვის, უკვე ჩატარდა გარკვეული ინფრასტრუქტურული სამუშაობი. გაფართოვდა დარბაზი და მოეწყო ნაფიცმსაჯულთა განსათავსებელი სივრცე. მუშავდება მათემატიკური მოდელიც, რომლის მიხედვითაც განსახილვევლი საქმეები, მოსამართლეებზე ელექტრონულად გადანაწილდება. მოდელი ხელს შეუწყობს, საქმეების სპეციფიკის გათვალისწინებით,  თითოეული მოსამართლის თანაბარ დატვირთვას. პროგრამა საპილოტეა და პირველად რუსთავის საქალაქო სასამართლოში, ივლისის თვიდან ამოქმედდება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს განახლებული დარბაზი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ და რუსთავის  საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მამია ფხაკაძემ დაათვალიერეს.