რუსთავში, ქუთაისის ქუჩაზე სატვირთო ავტომობილი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით "მერსედესი"-ს მარკის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნომრებით მოძრაობდა, გზის სავალ პერიმეტრზე მანევრირებას ახორციელებდა რა დროსაც საპატრულო პოლიციის მანქანას დაეჯახა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა, ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.