ფოტორეპორტაჟი რუსთავიდან [photo]
2018-05-12 17:12:53
სიაში

რუსთავის ძველ უბნებში ჯერ კიდევ აღმოაჩენთ ისეთ ადგილებს, წარსულის ამბებს რომ ჰყვებიან და ინახავენ.

ახალ რუბრიკაში სახელწოდებით "ფოტორეპორტაჟი რუსთავიდან" ის რესტორნები მოხვდნენ, რომელებიც ათეული წლების წინ დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ ჩვენს ქალაქში.

რუსთავში ყველაზე  ცნობილი რესტორნები 90-იან წლებში: ნატკუროი; ბორდო; სალდათას რესტორანი; არიში; პროკურატურის; გალუბოი; მტკვარი; ძველი სასტუმრო; ჩვენი ეზო...

კვების ობიექტების უმეტესი ნაწილი დღეს დაკეტილია, ზოგი დაწესებულება სხვა დანიშნულებით  ფუნქციონირებს, თუმცა შემორჩა რამდენიმე რესტორანი, რომელიც დღემდე მუშაობს, ძველი კლიენტები კი ერთგულად და რეგულარულად სტუმრობენ ძველ, და კარგად ნაცნობ კვების ობიექტს . ერთ- ერთი ასეთი რესტორანი "ნატკუროია", რომელსაც არც სახელწოდება შეუცვლია და არც პერსონალი, რომელებიც ათეული წელია უკვე რუსთაველებს ემსახურებიან.

ეს დაწესებულებები 90-იან წლებში ადგილობრივი ელიტის თავშეყრის ადგილი იყო.