ბარებში ქართველ მამაკაცებს არ უშვებენ, უშვებენ მხოლოდ მანდილოსნებს (ვიდეო).
2017-01-11 11:46:44
სიაში

„ვარდების მოედნის“  ქვემოთ მდებარე ბარებსა და სხვდასხვა ობიექტებში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის დრევანდელ სხდომაზე. პრემიერმა შინაგან საქმეთა მინისტრსა და სამინისტროს, ზემოთ აღნიშნულ ობიექტებში არსებული კანონდარღვევებით დაინტერესება დაავალა. კერძოდ, პრემიერის განცხადებით, მსგავსი ტიპის ობიექტებში არის დისკრიმინაციული მიდგომა. „ობიექტებში არ უშვებენ ადგილობრივ მამაკაცებს და, სამწუხაროდ, უშვებენ მხოლოდ მანდილოსნებს.როგორც ჩემთვის ცნობილია, რომ ეს ძალიან მძიმე საკითხია.ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც, სამწუხაროდ, ისე გაშუქდა, რომ თითქოს, მხოლოდ ნეგატიური შედეგების მატარებელია, მაგრამ ამ კანონით გვაქვს საშუალება, ასეთ შემთხვევებში დავიცვათ ჩვენი უფლებები.ჩვენ არც ასეთი დამატებითი შემოსავალი გვინდა და არც ტურისტი, რომელიც საქართველოს კანონს არად დაგვიდევს- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.