სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რუსთავში სკოლების ბუფეტები დააჯარიმა.
კერძოდ, 200 ლარის ოდენობის თანხის გადახდა დაეკისრათ ბიზნესოპერატორებს გამოვლენილი მონიტორინგის დროს სურსათის/ცხოველის საკვების, პირველადი წარმოების მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო (მუხლი 67).
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დააჯარიმა ბიზნესოპერატორი ელენე ბუაჩიძე, რომელსაც პროდუქცია №23-ე საჯარო სკოლის ბუფეტში შეაქვს.
ასევე დაჯარიმდა №5 საჯარო სკოლის ბუფეტის ბიზნესოპერატორი გიორგი ცხოვრებოვიც.
აღნიშნული სკოლების ბუფეტები / სამზარეულოები სეს-მა 2018 წლის იანვარ-მარტის პერიოდში დააჯარიმა. სურსათის ეროვნული სააგენტო კვების ობიექტების კონტროლს პერმანენტულად ახორციელებს.