ქალაქის მერმა და გუბერნატორმა შშმ პირებს ეტლები გადასცეს.
2017-01-10 19:01:39
სიაში

რუსთავის მერიისა და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ერთობლივი სოციალური აქციის ფარგლებში, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს სამედიცინო ეტლები გადაეცა. სპეციალური ინვენტარი რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ და ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირებს პირადად მიუტანეს. მსგავს სოციალურ აქციებს რუსთავის მერია და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია პერმანენტულად ატარებს.