გაზგასამართ სადგურზე ხანძარი გაჩნდა.
რუსთავში, კონკრეტულად კი რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე გაზგასამართ სადგურზე, ხანძარი გაჩნდა, რის გამოც სადგურის შენობის ის ნაწილი დაიწვა, სადაც საკომპრესორო იყო განთავსებული.
შემთხვევის შედეგად დაშავებულები არ არიან. რუსთავის სახანძრო-სამაშველო სამსახურის მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად შეძლეს.
მომხდარის ზუსტი მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყება.