რა მიზეზით არ გადაეცათ წარჩინებულ მოსწავლეებს მედლები (ფოტოები).
2017-01-09 12:31:35
სიაში

2015-2016 სასწავლო წლის წარჩინებულ მოსწავლეებს ოქროსა და ვერცხლის მედლები ამ დრომდე არ მიუღიათ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ ამის მიზეზი ტენდერში გამარჯვებული კომპანიის არაჯეროვანი მუშაობაა. კომპანიის მიერ წარმოდგენილი ოქროსა და ვერცხლის მედლები შესაბამის სტანდარტებს არ შეესაბამებოდა, ამიტომ სამინისტრომ მედლები კომპანიას უკან დაუბრუნა. ამ დროისთვის მედლების ხელახალი დამზადება მიმდინარეობს, თუმცა მედლებით დაჯილდოვების ზუსტ თარიღს სამინისტროში კვლავ ვერ აცხადებენ.

წყარო: EDU.ARIS.GE

რუსთავში 2015-16 სასწავლო წლებში 59 მედალოსანია.

ოქროს მედლები მიიღეს შემდეგი სკოლის მოსწავლეებმა:

 #24 საჯარო სკოლა - 7 მედალი, კერძო სკოლა "ლამპარი" - 6 მედალი, #2 საჯარო სკოლა - 5 მედალი, #22 საჯარო სკოლა - 5 მედალი, #15 საჯარო სკოლა -4 მედალი, #5 საჯარო სკოლა - 3 მედალი, #18 საჯარო სკოლა - 3 მედალი, #21 საჯარო სკოლა - 3 მედალი, #26 საჯარო სკოლა - 3 მედალი, კერძო სკოლა "შ. რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი" - 3 მედალი, #4 საჯარო სკოლა - 2 მედალი, #6 საჯარო სკოლა - 2 მედალი, #25 საჯარო სკოლა - 2 მედალი, კერძო სკოლა "რეცა" - 2 მედალი, #3 საჯარო სკოლა - 1 მედალი, #7 საჯარო სკოლა - 1 მედალი, #8 საჯარო სკოლა - 1 მედალი, #14 საჯარო სკოლა - 1 მედალი, #17 საჯარო სკოლა - 1 მედალი, #20 საჯარო სკოლა - 1 მედალი, კერძო სკოლა "მზეკაბანი" - 1 მედალი, კერძო სკოლა "რუსთველი" - 1 მედალი, კერძო სკოლა "ჩირაღდანი" - 1 მედალი.