ავარია მეგობრობის გამზირზე

2018-05-02 12:21:25

რუსთავში ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავარია მეგობრობის გამზირზე მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევაში ორი ავტომანქანა ფიგურირებდა "მერსედესის" მარკის და "ნისანის" ავტომობილი. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო ეკიპაჟი. რაც შეეხება სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს მისი გამოძახება საჭირო არ გახდა, რადგან ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.