ჩხუბი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე. არსებული ინფორმაციით არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდები ქუჩაში ხმაურობდნენ და გამვლელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ერთერთი ასეთი ფაქტის დროს მოხდა ფიზიკური დაპირისპირებაც. ადგილზე იმყოფებოდა კერძო დაცვის პოლიცია და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით ჩხუბის დროს 2 პირი დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ნახეთ ვიდეო.