რას აცხადებენ მერიაში

2018-04-24 10:48:17

ინფო რუსთავის ინფორმაციით, დღეს დილით ბაღში მისული პატარები უკან გააბრუნეს.

მიზეზად ადმინისტრაციამ ბუნებრივი აირის მოულოდნელი გათიშვა დაასახელა.

როგორც რუსთავის ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, სასწავლო სააღმზრდელო პროცესი ქალაქის 4 საჯარო ბაღში შეწყდა. ესენია: #11,#18,#23 და #25 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები. სამსახურის ხელმძღვანელის ეკა ხუციშვილის განცხადებით, აღნიშიშნულ ბაღებში სასწავლო პროცესი ხვალიდან ჩვეულ რეჟიმში განახლდება.