სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან რუსთავის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობა დაახლოებით 1 მილიონი ლარით გაიზრდა. მერიის საფინანსო სამსახურის ინფორმაციით, თუ 2016 წელს ამ ბიზნესიდან რუსთავის ბიუჯეტი 1 700 000 ლარით შეივსო, 2017 წელს ადგილობრივმა ბიუჯეტმა სათამაშო ბიზნესიდან მოსაკრებლის სახით 2 720 100 ლარი მიიღო.
"ინფო რუსთავი" დაინტერესდა რამ გამოიწვია თითქმია 1 მილიონამდე თანხის ზრდა, მიზეზი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის გაზარდაა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება 2017 წლის იანვარში საკრებულოს მიერ იქნა მიღებული, თუმცა მე-5 მოწვევის საკრებულომ ბიზნესს გარკვეული შეღავათები გაუწია და სათამაშო ობიექტებს, კანონით განსაზღვრული მაქსიმალური გადასახადი არ დააკისრა.