ქურდობის ფაქტი რუსთავში

2018-04-19 20:14:38

რუსთავში, ე.წ სტამბულის ბაზრობის ტერიტორიაზე ქურდობის ფაქტი დაფიქსირდა.

არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანმა პირმა ერთერთ მოქალაქეს ჩანთიდან საფულე ამოაცალა. ინფო რუსთავის ინფორმაციით, პირმა რომელმაც საფულე მოიპარა ფული მიითვისა და ნივთი #12 მიკრორაიონში ერთერთ საცხოვრებელ კორპუსთან დააგდო. დაზარალებულმა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

შსს-ი ინფო რუსთავს განუცხადეს, რომ ქურდობის ფაქტზე მხილებულია არასრულწლოვანი. უწყების ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სსკ 177 მუხლით,რაც ქურდობას გულისხმობს.