რუსთავში დაშხეფვა შეიზღუდება

2018-04-18 23:12:25

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა არქიტექტურის და ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს შეხვდა. მერმა დეტალურად მოისმინა სამსახურების კვარტლური ანგარიში, თანამშრომლების მხრიდან გაჟღერდა რამდენიმე საინტერესო ინიციატივა. განიხილეს სხვადასხვა ბიუროკრატიული საკითხები და იმსჯელეს სერვისების გაუმჯობესებაზე და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობაზე.

არქიტექტურის სამსახურთან შეხვედრისას გამოითქვა სურვილი რომ მშენებლობის დროს შეიზღუდოს ობიექტების ქვიშა-ცემენტის ხსნარით დაშხეფვა (ე.წ. ბრიზგი). მსჯელობისას აღნიშნეს რომ ე.წ. "ბრიზგით" შენობების მოპირკეთება საკმაოდ ძველი მეთოდია და თანამედროვე იერსახეს აღარ შეესაბამება.