ქურდობა რუსთავში, XVII მიკრო-რაიონში მოხდა. არსებული ინფორმაციით ერთერთ საცხოვრებელ კორპუსთან, ეზოში გაჩერებულ "მერსედესი"-ს მარკის ავტომობილს ღამით დისკები და საბურავები მოპარეს. მანქანის მფლობელმა ქურდობის ფაქტი დილით მას შემდეგ აღმოაჩინა როდესაც სამსახურში წასვლას აპირებდა. უცნობმა პირებმა ავტომობილი აწიეს, დისკები და საბურავები მოიპარეს და მანქანა აგურებზე დატოვეს. ადგილზე მუშაობდნენ სამართალდამცავები. ნახეთ ვიდეო.