ავარია რუსთავში, ხიდზე [video]

2018-04-18 00:30:18

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში, ცენტრალურ ხიდზე, კოსტავას გამზირის დასაწყისში დაახლოებით 23:30 საათზე მოხდა. ერთმანეთს "ჰონდა"-ს მარკის სედანი და "ტოიოტა"-ს მარკის პიკაპის ტიპის ავტომობილები დაეჯახნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, მისი გადაყვანა ცენტრალურ საავადმყოფოში მოხერხდა. ავარიის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. ნახეთ ვიდეო.