რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ 2017 წლის ბიუჯეტის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.
გასული წლის შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია საკრებულოს წევრებს რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა წარუდგინეს.
მერმა დეტალურად ისაუბრა იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელიც გასული წლის განმავლობაში განხორციელდა.
ირაკლი ტაბაღუამ 2017 ბიუჯეტის შესრულების ნაწილი დამაკმაყოფილებელად შეაფასა.
"რაც შემოსავლებით იყო გათვალისწინებული ის შესაბამისობაში იყო მოყვანილი და მაგ კუთხით დანაკლისი არ იყო. ხარჯვის ნაწილში იყო გარკვეული ინფრასტრუქტურები რომელიც გრძელვადიან კონტრაქტებად გადავიდა და გაფორმდა 2018 წელში და შესაბამისად ის ხარჯვითი ნაწილიც 2018 წელში გადავიდა" - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ
ოპოზიცია საბიუჯეტო თანხების გადანაწილების პრიორიტეტებით უკმაყოფილოა. ნაციონალური მოძრაობა მერიას ბიუროკრატიული ხარჯებისთვის აკრიტიკებს.
"ჩვენ გვაქვს ჩვენი შენიშვნები. ერთერთი მთავარი შენიშვნაა ბიუროკრატიული ხარჯები და მისი ზრდა. ასევე გვაქვს შენიშვნები ბიუჯეტის არზრდასთან დაკავშირებით. უშუალოდ მუშა რეჟიმში მოვახსენებთ ჩვენს შენიშვნებს ქალაქის მერს"- განაცხადა რუსთავის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის ხელმძღვანელმა ალეკო ბერიძემ
2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა საკრებულოს სხდომათა დარბაზში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.