მე-12 მიკრო-რაიონში სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპოვნ ჩვილის სასამართლომ მიტოვებული ბავშვის სტატუსი მიანიჭა. როგორც რუსთავის სოციალური მომსახურების სააგენტოში ინფო რუსთავს განუცხადეს, ვერ მოხერხდა ბავშვის ბიოლოგიური მშობლების პოვნა, შესაბამისად პატარა გასაშვილებელი ბავშვების სიაშია. როგორც სამსახურის უფროსმა ბესიკ ტეფნაძემ განაცხადა, უახლოეს პერიოდში დაიწყება ბავშვის გაშვილების პროცედურები.
ამ ეტაპზე პატარა სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ იმყოფება. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ჩვილი მინდობით აღზრდაშია და ის რუსთავში ერთერთ ოჯახში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 8 იანვარს მე-12 მიკრო-რაიონში სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვილი იპოვეს.