მსუბუქი ავტომობილი ბავშვს დაეჯახა

2018-04-17 10:22:23

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე, ქვემო ფონიჭალაში მოხდა. არსებული ინფორმაციით "ნისანი"-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი ქვეითს, 10 წლამდე ბავშვს დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. დაშავებული ბიჭი კლინიკაში გადაიყვანეს.  შსს-ში აცხადებენ რომ გამოძიება სსკ 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ავარიის გამო შეფერხებულია რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე გადაადგილება.