მაღაზიის კედელი გაანგრიეს [video]

2018-04-13 11:36:25

ქურდობა რუსთავში, VI მიკრო-რაიონში მოხდა. არსებული ინფორმაციით უცნობმა პირებმა მაღაზიის კედელი ღამით გაანგრიეს და ობიექტზე ისე შეაღწიეს. გამყიდველის ინფორმაციით წაღებულია ლუდი, 80 ლარი და ასევე გატეხილია სწრაფი ჩარიცხვის აპარატი. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულები. "ინფო რუსთავს" შსს-ში განიცხადეს რომ - "ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 177 მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობ." ნახეთ ვიდეო.