გავრცელდა ინფორმაცია რომ რუსთავის სამშობიარო სახლში ჩვილი მშობიარობის დროს დაიღუპა. ცნობილია რომ სამშობიარო სახლს 25 წლამდე ქალმა მიაკითხა და ის 9 თვის ორსული იყო. "ინფო რუსთავი" სამშობიარო სახლის დირექტორს დაუკავშირდა, საშა ბარავკოვმა განაცხადა რომ - "მკვდარი ნაყოფით შემოვიდა ქალბატონი, ვამშობიარეთ, თვითონ ქალი თავს კარგად გრძნობს. ასეთ დროს მშობიარობა რთულია, იქ იყო ნამდვილი კვანძი ჭიპლარის რომელმაც მოახრჩო ბავშვი მუცლად ყოფნის დროს."