რუსთავს ჩინეთის დელეგაცია ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მერიაში ოფიციალური შეხვედრა გაიმართა, სადაც დელეგაციის წევრებს, რუსთავის ეკონომიკური და სტრატეგიული პოტენციალი გააცნეს, განიხილეს სამომავლოდ ჩინური ინვესტიციებისა და სავაჭრო ურთიერთობების პერსპექტივები.
შეხვედრას რუსთავის მერი, მოადგილეები,საკრებულოს თავმჯდომარე და ჩინეთის ეკონომიკური ინსტიტუტის დირექტორი ესწრებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის დელეგაციამ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა და "რუსთავის აზოტი" მოინახულა.