ფიზიკური და სექსუალური ძალადობა 15 წლის გოგოზე [video]
2018-03-26 22:47:33
სიაში

ძალადობის ფაქტი რუსთავში. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით სავარაუდოდ 28 წლის მამაკაცმა 15 წლის გოგონაზე სექსუალურად იძალადა. მშობელთან კამათის დროს მოზარდს დედა ფიზიკურად გაუსწორდა, სკოლაში მისულმა გოგონამ თავი შეუძლოდ იგრძნო, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. სექსუალური ძალადობის შესახებ, კი მას შემდეგ გახდა სამართალდამცავებისთვის ცნობილი, რაც სკოლაში საპატრულო პოლიცია გამოიძახეს და გოგონა სპეციალურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამჟამად  15 წლის მოზარდი დღის ცენტრშია გადაყვანილი. როგორც სოციალური მუშაკი ჩვენთან საუბრისას აცხადებს გოგონა თავს კარგად გრძნობს და ის ივნისამდე დღის ცენტრში გააგრძელებს ცხოვრებას. მშობელს შემაკავებელი ორდერის სახით 30 დღის განმავლობაში შვილთან კონტაქტი აკრძალული აქვს. ოჯახი რუსთავში დროებით ცხოვრობს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს. ასევე 11 პრიმა 141-ე მუხლით, რაც გულისხმობს პასუხისმგებლობას ოჯახურ დანაშაულზე და გარყვნილ ქმედებას. ნახეთ ვიდეო.