ავარია მერიასთან [PHOTO]

2018-03-26 10:09:31

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში. რუსთაველისა და სუმგაითელ მეტალურგთა ქუჩების კვეთაზე ერთმანეთს "ჰონდასა" და "ოპელის" მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწარფო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული. ავარიის შედეგად დაშავდა მამაკაცი, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწევა.

ავტორი: ირმა კურტანიძე