საშინელი ავარია, დაღუპულია 5 ადამიანი (ფოტო/ვიდეო).
2017-01-01 10:45:14
სიაში

ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით 07:30 საათზე მოხდა, გავრცელებული ინფორმაციით "ბე ემ ვე"-ს მარკის ავტომობილი ძველი რუსთავიდან მაღალი სიჩქარით მოდიოდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მეგობრობის გამზირზე, გმირთა მემორიალს დაეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო რომ მანქანა ამოტრიალდა და ცეცხლი წაეკიდა. ავტომობილში 5 მამაკაცი იმყოფებოდა, მათი ასაკი 20-დან 25 წლამდე არის, ხუთივე ადგილზე გარდაიცვალა. ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.