დაკარგული მანქანა "ინფო რუსთავმა" იპოვნა (ვიდეო).
2016-12-31 22:55:01
სიაში

„ინფო რუსთავის“ მიერ 1 საათის წინ გავრცელებულ ინფორმაციას მანქანის დაკარგვასთან დაკავშირებით, გვერდის მკითხველი გამოეხმაურა, რომელმაც ავტომობილის ადგილმდებარეობა შეგვატყობინა. „ინფო რუსთავმა“ შეტყობინების საფუძველზე მე-19 მიკრორაიონში ინფორმაცია გადაამოწმა და დაკარგულ „მაზდას“ მარკის ავტომობილს მიაკვლია, რის შემდეგაც ადგილზე მანქანის მეპატრონე, შემდგომ კი პოლიციის თანამშრომლები გამოცხადდნენ, დაკარგული მანქანა იდენტიფიცირებულია. ამ დროისთვის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.