პანიკა რუსთავის #11 სკოლაში [video]
2018-03-22 11:37:45
სიაში

რუსთავის მე-11 საჯარო სკოლის მე-3 კალასის მოსწავლეს სავარაუდოდ ვირუსული ინფექცია დაუდგინდა. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდს შესაძლოა ქონოდა მენინგიტი, პაციენტი ბავშვთა საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში თავის ტკივილის ჩივილებით, პირღებინებით და ტემპერატურის რეაქციით მიიყვანეს. ექიმებმა ვირუსული ინფექციის დიაგნოზი დასვეს, რის შემდეგაც პაციენტი კატასტროფის ეკიპაჟმა ციციშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა და რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით,  მოზარდს თავის ტვინზე კომპიუტერული გამოკვლევა უტარდება და ამ ეტაპზე იმის დადგენა მიმდინარეობს თუ რომელი ვირუსი შეხვდა მე-3 კლასის მოსწავლეს. საუბარია ენცეფალიტზე. ნახეთ ვიდეო.