შს მინისტრის მოადგილის განცხადება

2018-03-19 22:51:30

შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა კანონპროექტში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა - “მაგალითად, “ქურდული სამყაროს“ წევრისთვის ან “კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა დღეს დანაშაული არ არის, მაგრამ მას შემდეგ, რაც პარლამენტი კანონს მიიღებს, ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ თუკი დავის ალტერნატიულ, არასამართლებრივი გადაწყვეტის გზებს მიმართავს და „ქურდული სამყაროს“ წევრს ან „კანონიერ ქურდს“ მიადგება, რათა მათი ქმედებების და დავის შეფასება სთხოვოს, ამის გამო სისხლის სამართლის წესით დაისჯება. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, მარტო მოქალაქეების დასჯადობაზე არ არის საუბარი, პროექტის მთავარი სამიზნე “ქურდული სამყაროს“ წევრები და “კანონიერი ქურდები“ არიან - ისინი ვინც გარკვეულ ქმედებებს ახორციელებენ იმისთვის, რომ “ქურდული სამყაროს“ საქმიანობა კიდევ უფრო გაძლიერდეს. დასჯადი იქნება “ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერა, რომელიც დღეს სისხლის სამართლის წესით არ ისჯება. ნებისმიერი პირი, რომელიც ამ სამყაროს ფინანსური, მატერიალური სხვა სხვა ტიპის მხარდაჭერას განახორციელებს, სისხლის სამართლის წესით დაისჯება. მნიშვნელოვნად იზრდება დღეს არსებული სანქციები."