ვინ და როგორ იპარავს ფულს [video]
2018-03-13 23:57:02
სიაში

რუსთავში, შარტავას გამზირზე  საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის სალაროდან ფული მოიპარეს. წაღებულია დაახლოებით 60 ლარი. ლიფტების ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლი აცხადებს ბოლო პერიოდში ქურდობის ფაქტები გახშირდა და დღის განმავლობაში მხოლოდ მათ კომპანიაში დაახლოებით 3 ლიფტის სალარო იძარცვება. კომპანიაში აცხადებენ რომ ისინი ზარალს განიცდიან რადგან თითოეული სალაროს დაზიანებული სქემის შეკეთება 150 ლარი ღირს.

რუსთავში სულ 1200-მდე ლიფტია, რომლის მომსახურებასაც 5 კომპანია ახორციელებს. "ინფო რუსთავმა" მოიპოვა ვიდეო მასალა რომელშიც კარგად ჩანს თუ როგორ იპარავენ ახალგაზრდები სალაროდან ფულს. ნახეთ ვიდეო.