კინოჩვენება თეატრში გაიმართა
2018-03-13 23:06:17
სიაში

რუსთავში, გიგა ლორთქიფანძის სახელობის თეატრში "ექვთიმე ღვთისკაცის" პრემიერა გაიმართა. ფილმის სიუჟეტი ექვთიმე თაყაიშვილის ურთულეს ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს, რომელიც ძირითადად მოიცავს მის მიერ 39 ყუთში განთავსებული საგანძურის დაცვისა და მისი დაბრუნების ისტორიას. ფილმში მოთხრობილია ექვთიმეს საფრანგეთში ემიგრაციის პერიოდი, მოვლენები 1921-45 წლებში ვითარდება. ეს პირველი მხატვრული ფილმია, რომელიც ქართველი ხალხის შემოქმედებად ითვლება. მისი რეჟისორი და პროდიუსერი ნიკოლოზ ხომასურიძეა, თავად ექვთიმე თაყაიშვილის როლს კი რეზო ჩხიკვიშვილი ასრულებს. შემოქმედებითი ჯგუფის განმარტებით, ფილმი, ექვთიმე თაყაიშვილის მსგავსად საქართველოს ყველა კუთხეს შემოივლის. ფილმზე მუშაობდა რუსთაველი სცენარისტი ლაშა კანკავა.

შემოქმედებითი ჯგუფის ნაწილი დღეს რუსთავის თეატრის სცენაზე წარსდგა და მაყურებელთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.