ექიმებზე თავდასხმის ფაქტი [video]

2018-02-27 23:03:43

ექიმებზე თავდასხმის ფაქტი რუსეთში, ქალაქ ელცე ლიმეცკში მოხდა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფიპირები საავადმყოფოში მაშინ შეიჭრნენ რა დროსაც მათ ერთერთ მეგობარს სამედიცინო დახმარებას უწევდნენ. ახალგაზრდა ახლომდებარე კაფიდან ალკოჰოლური სასმლის ინტოქსიკაციის გამო მიიყვანეს. ხუთმა პირმა, მათ შორის 16 წლის გოგონამ სამედიცინო დაწესებულებაში აურზაური გამოიწვია, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცებმა რამდენიმე ექიმი სცემეს, განსაკუთრებულად სასტიკად გაუსწორდნენ ანესთეზიოლოგს, რომელმაც ტვინის შერყევა მიიღო. ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ ახალგაზრდები გავიდნენ შენობიდან და კაფეში გართობა გააგრძელეს.

მოგვიანებით ადგილზე მივიდნენ სამართალდამცავები და ჩხუბის ყველა მონაწილე დააკავეს. მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, დაკავებულებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ, თუმცა სამართალდამცავები აღნიშნავენ როგამოძიების მსვლელობისას საქმე შესაძლოა გადაკვალიფიცირდეს და შესაძლოა დამნაშავეებს ბრალი კიდევ უფრო დაუმძიმდეთ. ნახეთ ვიდეო.