ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [VIDEO]

2018-02-27 13:32:12

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში. მე-11 მიკრორაიონიდან დავით გარეჯის ქუჩის მიმართულებით არსებულ გზაზე "მერსედესის" მარკის ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შემდეგაც გზიდან გადავიდა და განათების ბოძი მოგლიჯა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ავარიამ მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.

ადგილზე "უზრუნველყოფის სამსახურის" თანამშრომლები მუშაობენ, რათა ტერიტორია გაიწმინდოს და ელ. ენერგიის სადენები უსაფრთხოების მიზნით მოიხსნას. ნახეთ ვიდეო.

 

 

 

ავტორი: ირმა კურტანიძე