მერი 36-ე საბავშვო ბაღს ესტუმრა

2018-02-22 18:17:34

ირაკლი ტაბაღუა 36-ე საბავშვო ბაგა-ბაღს ესტუმრა. მერმა ბაღი დაათვალიერა, ადგილზე არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს გაეცნო და აღნიშნა, რომ თვითმმართველობა მზადაა, გარკვეული  თანხები გამოყოს ბაღის სარებილიტაციოდ.

"პირველ ეტაპზე შევცვლით ფანჯრებს, რადგან დიდი ხანია, რაც არ შეცვლილა. მსგავსი პრობლემა რუსთავის სხვა ბაღებსაც აწუხებს და ეტაპობრივად შევეცდებით, რომ გამოსაწოროთ არსებული მდგომარეობა. მუნიციპალიტეტი ვალდებულია გამოძებნოს შესაბამისი თანხები ბაღების სარეაბილიტაციოდ.",- განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

რუსთავის მერმა ბავშვების სიყვარულით აღზრდის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და პროექტის ფარგლებში - "მკითხველი დედა, მკითხველი ოჯახი, მკითხველი ქალაქი" – 36-ე ბაღის აღსაზრდელებს ქართული ხალხურის ზღაპრები წაუკითხა.

ავტორი:ნანუკა მაღლაკელიძე