პედაგოგი 62-წლიანი სტაჟით

2018-02-22 14:55:11

რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, 98 წლის პედაგოგს, ვალია წურწუმიას, დაბადების დღე მიულოცა. მერი ესტუმრა ქალბატონ ვალიას და მადლობა გადაუხადა 62-წლიანი პედაგოგიური საქმიანობისთვის.

„ვალია წურწუმია დაწყებითი კლასების მასწავლებელი იყო და მეც ძალიან კარგად მახსოვს. მან არაერთი თაობა აღზარდა საკუთარი შვილებივით. ქალბატონმა ვალიას დიდი დამსახურება აქვს რუსთავის წინაშე და ის მაგალითია იმისა, როგორ უნდა აღიზარდოს თაობები,“,-განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

აღსანიშნავია, რომ ვალია წურწუმია დღეს 98 წლის გახდა. ის 1938 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, ჯერ აბაშაში,  1956 წლიდან კი რუსთავის გიმნაზიაში ასწავლიდა. 62 წელი დაწყებითი კლასების მასწავლებელი იყო და საქმიანობა 80 წლისამ შეწყვიტა.

ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე