აზოტის საწარმოდან რამდენიმე ტონა გვარჯილა მოიპარეს

2018-02-21 15:51:05

აზოტის საწარმოდან დაახლოებით 7 ტონა გვარჯილა მოიპარეს. "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ფაქტზე საწარმოს 10 თანამშრომელია დაკავებული. მათი დიდი ნაწილი ქარხნის დაცვის სამსახურში მუშაობდა. ქურდობის ფაქტი 2 დღის წინ მოხდა. "ინფო რუსთავი" საწარმოს დირექტორს ლევან ბურდილაძეს დაუკავშირდა, რომლემაც ფაქტი არც უარყო და არც დაადასტურა. შსს-ში ფაქტი დაადასტურეს და განაცხადეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს რაც ქურდობას გულისხმობს.