რუსთავში, ლიფტების სალაროები გაძარცვეს. შემთხვევა გვიან ღამით XXI მიკრო-რაიონში დაფიქსირდა. არსებული ინფორმაციით ძარცვა რამდენიმე ადგილზე მოხდა. უცნობმა პირმა დააზიანა რკინის ყუთი სადაც კორპუსის მაცხოვრებლები ხურდებს ყრიდნენ და ამ გზით სალაროდან ფულის გატანა მოახერხა. შედეგად ის ლიფტები სადაც ძარცვა მოხდა მწყობრიდან გამოვიდა. უცნობია რა ოდენობის თანხა წაიღო დამნაშავემ.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით ლიფტების ძარცვის ფაქტები წინა დღეებში, მესხიშვილისა და თოდრიას ქუჩებზეც დაფიქსირდა.