განაჩენი ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისთვის

2018-02-20 15:05:51

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისთვის მამაკაცი დამნაშავედ ცნო და ჯარიმა განისაზღვრა.

ბრალდებულმა ს.ზ.-მ ძაღლს ხის ჯოხით, რომელზეც ლითონის წვეტიანი დეტალი იყო დამაგრებული, გულმკერდისა და მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა, რასაც ცხოველის დაღუპვა მოჰყვა.

მამაკაცს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმა 500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ განესაზღვრა. ცხოველისადმი სასტიკად მოპყრობის ფაქტი გასული წლის ივნისში დაფიქსირდა.

 

ავტორი: ირმა კურტანიძე