რა ცნობას ითხოვენ სკოლებსა და ბაღებში
2018-02-13 19:02:48
სიაში

ვირუსული ინფექციის თავიდან აცილების მიზნით რუსთავის სკოლებისა და საბავშვო ბაღების ადმინისტრაციას დაევალა, გადაამოწმონ მოსწვლეების აცრის სტატუსი. შესაბამისად საგანმანათლებლო დაწესებულებას უნდა ქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, აქვს თუ არა მოსწავლეს ჩატარებული აცრა. რეკომენდაციები დაწესებულებებმა უკვე მიიღეს. რუსთავის რესურს ცენტრში აცხადებენ, რომ აღნიშნული ღონისძიება სკოლებში პრევენციის მიზნით ტარდება. რუსთავის ბაგა ბაღების გაერთიანებაში კი განმარტავენ, რომ ცნობის წარდგენა სავალდებულო არ არის, თუმცა მშობლებს მის წარდგენას მაინც თხოვენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოში წითელას შემთხვევებმა იმატა. ემუქრება თუ არა საქართველოს წითელას ეპიდემია - მხოლოდ იანვრის თვეში ქვეყანაში ინფექციური დაავადების 102 შემთხვევა დაფიქსირდა, სპეციალისტების შეფასებით დინამიკა მზარდია. ვირუსული ინფექციის თავიდან აცილების მიზნით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი საზოგადოებას დროული აცრისკენ მოუწოდებს. შეგახსენებთ, რომ აცრები სახელმწიფო პროგრამით უფასოა.