რუსთავის სკოლაში მოსწავლეები მოიწამლნენ [VIDEO]

2018-02-08 12:45:52

რუსთავის №16 საჯარო სკოლაში 8 მოზარდი ცუდად გახდა.
მეშვიდე კლასის მოსწავლეები, მოიწამლნენ.
სკოლის დირექტორის განცხადებით, მოსწავლეებმა წყალი სკოლის ტერიტორიაზე მიიღეს, რის შემდეგაც მუცლის ტკივილი და გულის რევის შეგრძნება აღენიშნებოდათ.

"მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა დალიეს ონკანიდან წყალი და შემდგომ სიმპტომები ჰქონდათ მუცლის ტკივილის, თავბრუსხვევის, გულის რევს, შემდეგ გამოვიძახეთ სასწრაფო. სასწრაფომ არ ჩათვალა საჭიროდ მათი სტაციონარში გადაყვანა, მშობლების თანდასწრებით მოხდა მათი გასინჯვა და სახლში წავიდნენ" - აღნიშნა №16 სკოლის დირექტორმა ირინა მელქაძე-გელაშვილმა.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟია მობილიზებული. ამ დროისთვის კომპანია "რუსთავის წყალი" სკოლაში წყლის სინჯებს იღებს. ნახეთ ვიდეო.

ავტორი: ირმა კურტანიძე