სამშენებლო მასალა ტროტუარზე

2018-02-01 10:41:04

XVI მიკრო-რაიონის მოსახლეობა პრობლემის გაშუქების მიზნით "ინფო რუსთავს" დაუკავშირდა. მათი თქმით ტროტუარზე რომელიც მოუწესრიგებელია და ნალექიან ამინდში გავლა ჭირს ემატება ის პრობლემაც რომ მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო მასალით მოვაჭრეები საკუთარ პროდუქტს პირდაპირ ტროტუარზე ყიდიან. "ინფო რუსთავი" ქალაქის თვითმმართველობის ზედამხედველობის სამსახურს დაუკავშირდა სადაც განგვიცხადეს რომ პრობლემის შესახებ ინფორმირებულები არიან, მათ არაერთხელ მისცეს შენიშვნა სამშენებლო მასალით მოვაჭრეებს თუმცა პერიოდულად ისინი მაინც არღვევენ ქვეითთა უფლებებს. აღსანიშნავია რომ პერიმეტრზე მსგავსი სიტუაცია უკვე წლებია არსებობს.