საშინელი სუნი და ანტისანიტარია

2018-01-31 12:09:19

10 დღის წინ რუსთავში, მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სარწყავ არხში "ინფო რუსთავმა" ერთერთი მოქალაქის დახმარებით ათეულობით მკვდარი ცხვარი აღმოაჩინა. ჩვენ მივმართეთ გარემოს დაცვის სამსახურს, ადგილზე გამოცხადდა სურსათის უვნებლობის სამსახური და ქალაქის ზედამხედველობის სამსახური. მათ ფერმერს გარკვეული დირექტივები მისცეს და არსებული ინფორმაციით სანქციებიც დააკისრეს. დღეს "ინფო რუსთავი" კიდევ ერთხელ დაინტერესდა გაიტანეს თუ არა მკვდარი ცხოველი აღნიშნული ტერიტორიიდან, აღმოჩნდა რომ ცხოველის ლეში ტომრებში ჩადეს, თუმცა ადგილიდან ჯერ კიდევ არ გაუტანიათ. მიმდებარე ტერიტორიაზე არის გაუსაძლისი სუნი და ანტისანიტარია. საკითხთან დაკავშირებით ჩვენ რამდენიმე უწყებას თავიდან დავუკავშირდით, თუმცა კონკრეტული პასუხი თუ ვის ევალება აღნიშნულის კონტროლი ვერ მივიღეთ.