პედაგოგებს ხელფასი გაეზრდებათ

2018-01-26 11:42:20

1 თებერვლიდან რუსთავში 4 პედაგოგს შრომის ანაზღაურება გაეზრდება.
 „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ ბრძანების მიხედვით, ანაზღაურება წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლებს ეზრდებათ.

კერძოდ, წამყვანი მასწავლებლის შრომის ანაზღაურება 250 ლარის ნაცვლად 700 ლარით განისაზღვრება. მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლის შრომის ანაზღაურება კი, 300 ლარის ნაცვლად 1000 ლარი იქნება.

რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის თამარ ხეჩიკაშვილის ინფორმაციით, რუსთავში მენტორის სტატუსის მქონე არცერთი პედაგოგია, წამყვანი სტატუსი კი 4 პედაგოგს აქვს, რომლებიც №1, №4, №23 და №26 სკოლებში ასწავლიან.

 

ავტორი: ირმა კურტანიძე