ათეულობით მკვდარი ცხვარი სარწყავ არხში [video]
2018-01-22 14:40:00
სიაში

რუსთავში, მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ფერმაში 150-მდე ცხვარი მოკვდა. ცხოველის ლეში ფერმის თანამშრომლებმა წყლის არხში ჩაყარეს, რომელიც მდინარე მტკვარს უერთდება. არსებული ინფორმაცია "ინფო რუსთავს" გვერდის მკითხველმა მიაწოდა, ჩვენი გადამღები ჯგუფი ადგილზე გავიდა და ინფორმაცია გადაამოწმა, მოგვიანებით კი ფაქტის შესახებ გარემოს დაცვის სამსახურს შეატყობინა. ადგილზე ასევე გამოცხადნენ სურსათის უვნებლობის სამმართველოს წარმომადგენლები. არის თუ არა ეპიდემიის საშიშროება, რას აცხადებს ფერმის მეპატრონა და რა კომენტარს აკეთებს სურსათის უვნებლობის და გარემოს დაცვის სამსახური. ნახეთ ვიდეო.