შენობაში შიდა აივანი ჩაინგრა [video]

2018-01-16 23:02:42

ინდონეზიის საფონდო ბირჟაზე, ჯაკარტაში შეფერხება იყო, რაც უბედურმა შემთხვევამ გამოიწვია. შენობაში შიდა აივანი ჩაინგრა, დაშავდა 77 ადამიანი, აქედან 4-ის მდგომარეობა მძიმეა, საბედნიეროდ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ეს არის 32 სართულიანი შენობა, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ ღირშესანიშნავ ადგილად ითვლება და სადაც ხშირად ეწყობა სხვადასხვა ექსკურსიები. შენობაში განთავსებულია რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია, კომერციული კომპანიები და მათ შორის მსოფლიო ბანკი. იყო ეჭვი რომ ადგილი ჰქონდა ტერაქტს, თუმცა პოლიციელებმა ტერორიზმის შესაძლებლობა გამორიცხეს. ნახეთ ვიდეო.