დედამ შვილი ცეცხლმოკიდებული შენობიდან გადმოაგდო(video)

2018-01-16 15:00:43

აშშ-ის ატლანტის სახანძრო სამსახურმა სოციალურ ქსელში მეხანძრის ჩაფხუტზე დამაგრებული ვიდეოკამერით გადაღებული კადრები გაავრცელა. კადრებში ჩანს, თუ როგორ იჭერს მეხანძრე ცეცხლწაკიდებული შენობის აივნიდან გადმოგდებულ ბავშვს. შემთხვევა ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში მოხდა. სახანძრო ეკიპაჟის მეთაურის განცხადებით, ცეცხლწაკიდებული შენობის აივნიდან მშობლები ბავშვებს, მათი გადარჩენის მიზნით, ქვემოთ მდგარი მეხანძრეების მიმართულებით აგდებდნენ.

ხანძარი ჯორჯიის ქალაქ ატლანტაში 3 იანვარს გაჩნდა. კვამლით ინტოქსიკაცია 12-მდე ადამიანმა მიიღო. ნახეთ ვიდეო