ტექსტი რომელიც არ უნდა დაეწერათ

2017-12-28 22:41:03

სახალისო ფოტო-ფაქტები. სოციალურ ქსელში რამდენიმე ფოტო გავრცელდა სადაც დაფიქსირებულია შეცდომები, რომელსაც სხვადასხვა სახალისო კომენტარები მოჰყვა. ტორტი რომელსაც აწერია "სასწავლო ცენტრი 10 დან 11 ის ნახევრამდე", ფოტოს ავტორის თქმით მათ დამკვეთს უთხრეს რომ ტორტი წინასწარ შეთანხმებულ მისამართზე 10-დან 11-ის ნახევრამდე უნდა მიეტანათ. ტორტის ადგილზე მიტანის შემდეგ აღმოჩნდა რომ სიტყვიერი შეთანხმება ტორტზე წარწერად იყო გაკეთებული. (გაგრძელება იხილეთ ქვემოთ).


მეორე შემთხვევა პოლიეთილენის ცელოფანს უკავშირდება. ცელოფანი ბრენდირებულია და სავარაუდოდ ის რეკლამას ისახავს მიზნად, თუმცა ლოგოტიპების ქვემოთ წერია შემდეგი ტექსტი - "საშუალო პარკის უკანა მხარე არ იყო ნაჩვენები ფაილში, ვოვა მაინც გადაამოწმე, ტყუილად ფორმა არ გააკეთო". სავარაუდოდ ვოვამ ფაილი არ გადაამოწმა და პოლიეთილენის ცელოფანზე ლოგოტიპები ისე დაბეჭდა.