კვირიკაშვილმა მელიას აგინა [video]

2017-12-20 21:47:35

საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნიკა მელიას აგინა. ნიკა მელიასა და გიორგი კვირიკაშვილს შორის დაპირისპირება მაშინ დაიწყო რა დროსაც მთავრობამ "ნაციონალურ მოძრაობასთან" შეხვედრის დატოვება გადაწყვიტა.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ კვირიკაშვილის შემცვლელზე დაიწყო საუბარი. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ პრემიერმა დარბაზი მინისტრებთან ერთად დატოვა. ინციდენტის ამსახველ ვიდეო მასალას, ტელეკომპანია "რუსთავი2" ავრცელებს. ნახეთ ვიდეო.